აქვა გეო
კომპანია "აქვა გეო"

კომპანია "აქვა გეო" 2009 წელს შეიქმნა. კომპანიის მესვეურებმა მიზნად დაისახეს ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.


კომპანია "აქვა გეო"-ს დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესი 16 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე კომპანიების უმრავლესობა ქართული კომპანიებია, რაც ჩვენ განსაკუთრებული სიამაყით გვავსებს. ამავდროულად ჩვენ სრულად გამოვიყენეთ დარგში არსებული თანამედროვე ევროპული გამოცდილება.


კომპანია თავის თავში აერთიანებს ქართულ საქმესა და სურვილს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. ეს არის 100%-ით ქართული კომპანია, რაც თავისთავად გულისხმობს მრავალი ქართული ოჯახის დასაქმებას. 


ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქტის ხარისხი შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიური პროცესების სისტემურ და პერმანენტულ განახლება-გაუმჯობესებას.


კომპანიაში ყოველი თანამშრომელი თავისი კომპეტენციისა და პიროვნული თვისებების მიხედვით შეირჩა. საწარმოს პერსონალმა გაიარა სასწავლო კურსი ფრანგი და იტალიელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.