კომპანიის ისტორია

კომპანია “აქვა გეო” 2009 წელს შეიქმნა. კომპანიის მესვეურებმა მიზნად დაისახეს ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

Video

კომპანია “აქვა გეო”-ს დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე კომპანიების უმრავლესობა ქართული კომპანიებია, რაც ჩვენ განსაკუთრებული სიამაყით გვავსებს. ამავდროულად ჩვენ სრულად გამოვიყენეთ დარგში არსებული თანამედროვე ევროპული გამოცდილება.

 

კომპანია თავის თავში აერთიანებს ქართულ საქმესა და სურვილს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. ეს არის მთლიანად  ქართული კომპანია, რაც თავისთავად გულისხმობს მრავალი ქართული ოჯახის დასაქმებას. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქტის ხარისხი შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიური პროცესების სისტემურ და პერმანენტულ განახლება-გაუმჯობესებას.


კომპანიაში ყოველი თანამშრომელი თავისი კომპეტენციისა და პიროვნული თვისებების მიხედვით შეირჩა. საწარმოს პერსონალმა გაიარა სასწავლო კურსი ფრანგი და იტალიელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.

მიზანი

ომპანია ”აქვა გეო”-ს მიზანია უნიკალური ბუნებრივი თვისებების მქონე ქართული წყალი წარმოების მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით უცვლელად მიიტანოს მომხმარებლამდე.

კომპანია მიზანად ისახავს მაღალი ხარისხის ქართული, უნიკალური, არაგაზირებული, მინერალური წყლის წარმოება-ჩამოსხმას, რეალიზაციასა და პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე.

ჩვენი საწარმო

About

წყლის ჩამოსხმის საამქრო აღჭურვილია ევროპაში აღიარებული საუკეთესო ბრენდის ბოლო მოდიფიკაციის სრულად ავტომატიზირებული მინისა და პეტ ბოთლებში ჩამოსხმისა და შეფუთვის ხაზებით; ქარხანა თბილისთან ახლოს, სოფელ მისაქციელის ტერიტორიაზე 18,000 კვ/მ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული.

ხაზებში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის განსაკუთრებულ დაცვას.

წყალს 150 მეტრი სიღრმიდან მოიპოვებენ. ორივე ჭაბურღილი უშუალოდ წარმოების ტერიტორიაზე მდებარეობს და მიწის წიაღიდან ამოსული წყალი უჟანგავი ლითონის მილებით მიეწოდება საწარმოს. მოპოვებული წყლის მაღალი ხარისხი, სტაბილურობა და ასევე ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან შესაბამისობა დადასტურებულია ქართული (გამა) და მსოფლიოში წამყვანი გერმანული Fresenius institution და ავსტრიული Bio 4 ლაბორატორიების დასკვნებით.

მნიშვნელოვანია, რომ მოპოვებული ბუნებრივი წყალი მაღალი ხარისხით, სისუფთავით და ყველა სასარგებლო მინ Sno Glass production ერალის არსებობით ხასიათდება. საბადოდან მოპოვების შემდეგ წყალი გადის ფილტრაციის პროცესს, რომელიც კომპიუტერული კონტროლის უახლესი ტექნოლოგიური სისტემით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წყლის დამუშავების უბანზე არ ხდება მისი დაგროვება რეზერვუარებში. ჭაბურღილიდან მოპოვებული წყალი ფილტრაციის გავლით უწყვეტად მიეწოდება ჩამომსხმელ ხაზებს. კვალიფიციური ტექნიკური პერსონალი, რომელმაც ტრეინინგი გაიარა ფრანგ და იტალიელ სპეციალისტებთან, უზრუნველყოფს წარმოების გამართულ და ეფექტურ მუშაობას.

About