წყალი სიცოცხლეა

წყალი სიცოცხლეა

წყალი ერთ-ერთი ელემენტია იმ ოთხთაგან (მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი) რისგანაც შედგება სამყარო. ჩვენი პლანეტის თითქმის 2/3 წყალს უჭირავს. რაც შეეხება ადამიანის ორგანიზმში წყლის რაოდენობას: მოზრდილებში იგი აღემატება 60%-ს, ხოლო მოზარდებში – 70%-ს.

სწორედ ამის გამოა, რომ უწყლოდ ადამიანი მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს, მაშინ როდესაც მას საკვების გარეშე შეუძლია 40 დღე სიცოცხლოს. წყალი სიცოცხლის აუცილებელი პირობაა, რის გარეშეც სიცოცხლე ვერ იარსებებდა დედამიწაზე.

რასაკვირველია, ყოველ ცოცხალ ორგანიზმს წყალი ერთნაირი რაოდენობით არ სჭირდება, უწყლობაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ორგანიზმს ერთნაირად არ აწუხებს. ჩვეულებრივად ადამიანისთვის საკმარისია დღეში 2 ლიტრი წყალი. ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს იმის მიხედვით, თუ როგორია სხეულის დატვირთვის ხარისხი და გარემოს კლიმატური პირობები.

ხარისხიანი წყლის საჭირო რაოდენობით მიღების შემდეგ ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება, თავს ბედნიერად გრძნობს და კარგად გამოიყურება.